29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.

„29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი და გამანადგურებელი ჩაცვივდნენ
შემდეგი სტატიაკარაკასში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, IL-76 ჩაფრინდა