29 მილიონის დახარჯვისა და ვადის 11-ჯერ გადაწევის შემდეგ, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი კვლავ დაუსრულებელია

სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არშესრულების მიუხედავად, პასუხისმგებელ კომპანიას პირგასამტეხლო არ დაეკისრა.

“ხელშეკრულების დასრულების ვადამ 11-ჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაეკისრა. სამუშაოების შემსრულებელია ამხანაგობა, რომელიც ორ კომპანიას აერთიანებს – “ჯეითუნ საქართველოს ფილიალსა” და შპს საბას. 2021-2022 წლებში, ამხანაგობა “ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბამ”, 4 სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, ჯამში 64 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების. შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. 2014-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 6-ში უკონკურენტო გარემოში”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საჯარო განცხადებას
შემდეგი სტატიამაიკ უოლცი, რომელიც 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა, ტრამპის მრჩეველი იქნება