29 ივლისიდან ფოთის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

9 ივლისიდან, ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.

​ ​​ხვალიდან, 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, ​პირველ ღონისძიებას – ​საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს.​ ​ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.

ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსი​ს ყველა სივრცე​ ​ადაპტირებული​ა​​.​

,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ჩვენს ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. მადლობა მინდა ვუთხრა ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას და ცენტრალურ ხელისუფლებას. ​ ​ქალაქში გაჩნდა შესაძლებლობა ​მოსახლეობამ ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისით და ​​​​ ​ვუმასპინძლ​ოთ საერთაშორისო ტურნირებს, ​​სპორტის მრავალ სახეობაში​”-აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით​, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ძირითადად იწვა, ბევრი არ გვისაუბრია
შემდეგი სტატიაბოლო მონაცემებით, უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა