29 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით ხვალ, 29 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლია მოსალოდნელი.
მისი თქმით, ხვალ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასები გავრცელდება.
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი თოვას პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი თოვა შეწყდება, თუმცა თოვლის ნალექი მაღალმთაში შენარჩუნდება. მაღალმთებში ქარბუქია ნავარაუდები.
აღმოსავლეთ საქართველოში, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.
29 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით -1;+4 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – -3;+2 გრადუსი იქნება.

31 იანვარს ღამით კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება.

რაც შეეხება დღევანდელი ამინდის პროგნოზს დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში დღისით 0 გრადუსია.

banner
წინა სტატიაშისაპოლიციო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით – შსს-ს ცნობით 26-27 იანვარს სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოვლინდა
შემდეგი სტატიაძლიერი თოვის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს