“2016 წლის არჩევნებს დაემუქრება არაკონსტიტუციურობის საფრთხე“

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

მათი აზრით, მარგველაშვილმა ეს უფლება უნდა გამოიყენოს, თუ პარლამენტი კოდექსში შესატან ცვლილებებს არსებული ფორმით დაამტკიცებს.

ასეთ შემთხვევაში, ინტერპარტიული ჯგუფი ასევე გეგმავს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რათა ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

„ერთია, რომ პრეზიდენტის ვეტო შეიძლება იყოს სასურველი, მაგრამ უფრო ქმედითი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ჩათვალოს არაკონსტიტუციურად. 2016 წლის არჩევნებს დაემუქრება არაკონსტიტუციურობის საფრთხე,“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ.

ინტერპარტიული ჯგუფი, როგორც ცნობილია, ითხოვს რომ საპრლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ამ ინიციატივაზე გუშინ პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციაც მოუწოდებს პრეზიდენტს, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს უფლება გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშიბესელია თუ მისაბიშვილი – ვინ დაეცემა რინგზე ბეჭებით!
შემდეგი სტატიაბაჩანა ახალია დღეს სასამართლო სხდომაზე განცხადებას გააკეთებს