ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ემიგრანტების შეკრებაზე იმყოფებოდა

ათენში მყოფი ემიგრანტის განცხდებით მას კორონა ვურუსი დაუდგინდა და ის ამჟამად თვითიზოლაციის წესებს იცავს. როგორც საქართველოს მოქალაქე ზოია კ. საკუთარ სოციალურ ქსელში წერს მას დასამალი არაფერი აქვს და იმედოვნებს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

როგორც DIASPORA.GE -ს  წყარომ აცნობა ემიგრანტი შემოწმებაზე მას შემდგმ გადაიყვანეს, რაც მის დამსაქმებელს ვურუსის ნიშნები აღმოაჩნდა და კლინიკაში მოათავსეს.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 50 წლამდე ათენში ოჯახის დამხმარედ დასაქმებული ქართველი ემიგრანტი ზოია კ. გასულ კვირას ათენში ემიგრანტების ერთ-ერთი შეკრებაზეც იმყოფებოდა.

 

ათენში საქართველოს მოქალაქის ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

banner
წინა სტატიაშიხობის სასტუმროს მეპატრონე მზადაა შენობა საკარანტინო ზონად დათმოს
შემდეგი სტატიასარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება დროებით იზღუდება