28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი-31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ
შემდეგი სტატია28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან