28 ივნისის სპექტაკლი ბოლო იქნება, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარეთ გაიმართება

news
ავტ.: news ივნისი 27, 2015 16:40

28 ივნისის სპექტაკლი ბოლო იქნება, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარეთ გაიმართება

მნიშვნელოვანი

  • 28 ივნისს ა.გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 163-ე სეზონის ბოლო სპექტაკლს წარადგენს.

სხვა სტატიები

28 ივნისს ა.გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 163-ე სეზონის ბოლო სპექტაკლს წარადგენს.

მაყურებელს საბალეტო დასი ერთმოქმედებიან ბალეტებს შესთავაზებს. პროგრამაშია ქართულ მელოდიებზე იური პოსოხოვის მიერ დადგმული ბალეტი „საგალობელი“ და თანამედროვეობის გამოჩენილი ქორეოგრაფის ირჟი კილიანის ერთმოქმედებიანი ბალეტები: „ექვსი ცეკვა“, „დაცემული ანგელოზები“ და „პატარა სიკვდილი“.
სპექტაკლი 15:00 საათზე დაიწყება.

163-ე თეატრალურ სეზონზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, 27 სპექტაკლი წარმოადგინა და გასტროლზე იმყოფებოდა ფინეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში. 163-ე სეზონზე აღინიშნა ქართული ბალეტის ლეგენდარული მოცეკვავის ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილე.

28 ივნისს გამართული სპექტაკლი იქნება ბოლო წარმოდგენა, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარეთ გაიმართება. დასი უკვე თეატრის განახლებულ შენობაში დაბრუნდა და შემოდგომაზე, 164-ე თეატრალურ სეზონს საკუთარ სცენაზე გახსნის. პირველი საბალეტო პრემიერა განახლებულ თეატრში დ.თორაძის ბალეტი „გორდა“ იქნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიის მიხედვით ბალეტის აღდგენას ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს.

news
ავტ.: news ივნისი 27, 2015 16:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,893
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics