ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“2012 წელს დაწყებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაცია უარყოფითად აისახა”
შემდეგი სტატია„თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაიკითხება