რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით, სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ტასს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით,დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია,რომ შესაძლოა მთავრობის გადადგომა ვლადიმერ პუტინის ინიციატივებს უკავშირდებოდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა მიმართვის დროს გააჟღერა.

ამასთან,პუტინის რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. ვლადიმერ პუტინმა დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება ეძლევა.

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი-მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ დაკითხვისას მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ავრცელებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით