ირაკლი კობახიძის განცხადებით,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრულ შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს სხვა მოსამართლეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დეტალურად გაეცნო ეუთო-ს დასკვნას, რომელშიც უხეში ტექნიკური, ფაქტობრივი და შინაარსობრივი ხარვეზებია.

banner
წინა სტატიაშიიანვრის მეორე კვირაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მორწმუნე სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ურწმუნო ბოკერიას