სააკაშვილის განცხადებას შსს შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებით დაინტერესდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“.

შსს-ში განაცხადეს,რომ ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტს მიეცემა სამართლებრივი შფასება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, – აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშაუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განგვიმარტეს შსს-ში.

 

 

 

წყარო: პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას სავარაუდოდ ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს
შემდეგი სტატიაფოთში ახალგაზრდა ქალს მრავლობითი დაზიანებები და ნაკვეთი ჭრილობები მიაყენეს