ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა.

ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მომხრე „პარლამენტის“ 32 წევრი იყო. სულ შეხვედრას 34 ე.წ. დეპუტატი ესწრებოდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით,ოკუპირებულ აფხაზეთში თანამდებობას ტოვებს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციციც.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას სავარაუდოდ ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს