“ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია არ ვაღიარებ”-რას წერს დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ის გორის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და მომხდარის შესახებ გამოკითხეს, განყოფილების დატოვების შემდეგ კი ბრალი 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დავით ქაცარავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო მეგობრებო! ალბათ გახსოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე. მას შემდეგ გავიდა 5 თვე. გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს საგამოძიებო მოქმედებაზე იგივე ამოცნობაზე. რა თქმა უნდა დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი 126/1. ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც. მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 აგვისტოს დავით ქაცარავა საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ სოფელ ბობნევში 5 კაციანმა ჯგუფმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაში“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება”-ანდრია ჯაღმაიძე
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა