“მწვანე სკოლის” დირექტორი-კამერებზე ვერ ამოვიცანით, ვინ შემოიპარა სკოლაში

region
ავტ.: region დეკემბერი 18, 2019 16:15

“მწვანე სკოლის” დირექტორი-კამერებზე ვერ ამოვიცანით, ვინ შემოიპარა სკოლაში

“მწვანე სკოლის” დირექტორი, ბექა დავითური 10-11 დეკემბერს სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყვება.

“დაგვხვდა აჭრელებული კედლები, ინვენტარი, მთელი სკოლის ფართობზე. რამდენიმე კამერას ჩავხედეთ, მივხვდით, რომ უცნობი პირი იყო. ვნახეთ, რომ უცნობი პირი ღამის ათის ნახევარზე გადმოხტა ეზოში, ასე მოხვდა სკოლის შენობაში და მან ქნა ეს ამბავი. მაგრამ იდენტიფიცირებადი არ იყო.

ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა, მოგვეხდინა ბავშვების ევაკუაცია. ასეთი სტანდარტი აქვს სკოლას – როცა უცნობი პირია სკოლაში, ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ამ გადმოსახედიდან ლაპარაკი შეიძლება ცოტა უკონტექსტოდ ჟღერს. მაგრამ ჩვენი ვალდებულება იყო, დაგვერეკა 112-ში.

ამის შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია. პოლიციამ დაიწყო კამერების შემოწმება. სკოლაში 100-ზე მეტი კამერაა, მათ შორის, ქუჩის კამერებიც. დაიწყო ძიება, შემდეგ გამოიძახეს სხვები. დაკითხეს კლასელები.

ვიცი, რომ შსს-ს გამომძიებელთან აქვს შეკითხვები. მე ველოდები, რომ საქმეს ნათელი მოეფინება და დადგინდება, რა ეტაპზე ვისი ბრალეულობა იყო”.-აცხადებს დირექტორი

region
ავტ.: region დეკემბერი 18, 2019 16:15