„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია ჯურღმულშია, მისი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით და ამ დროს, დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ წიხლი მიაყოლა დაკავებულს. ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი. მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი. თუმცა ვხედავთ, რომ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა კუხიანიძეს. საკრებულოს წევრი ვცდილობ შევიდე სამსახურში თუმცა ვერ შევდივარ. საკრებულოს ოთხივე შესასვლელი ჩაკეტილია. ძალით გამომაგდეს შენობიდან. ამიტომ, მსურს სიმბოლურად ბოქლომი დავადო საკრებულოს კარს. როგორი იაფფასიანებიც არიან, ისეთი იაფფასიანი ბოქლომია ესეც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტი, რომელიც კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გამოათრიეს, ცუდად გახდა
შემდეგი სტატიასუს- 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება