გენერალური პროკურორის პოსტზე შესაძლოა ბაკურ აბულაძე დაინიშნოს

გენერალური პროკურორის პოსტზე შესაძლოა საგამოძიებო უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი ბაკურ აბულაძე დაინიშნოს.

პროცედურის მიხედვით, 3 კანდიდატს იუსტიციის მინისტრი კონსულტაციების შემდეგ აარჩევს. ამ სამიდან კი ერთზე პოზიციებს საპროკურორო საბჭოს წევრები შეაჯერებენ, რომელსაც მოგვიანებით კენჭს პარლამენტის სესიაზე უყრიან.

გენერალურ პროკურატურაში ვაკანტური პოსტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 19 კაციანი სიიდან, 14-ის დამტკიცების შემდეგ გაჩნდა, რომელთა შორის იყვნენ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე.

წყარო:რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშირატომ ისაუბრა პრემიერმა რუსულად სუამ-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე – ირაკლი ჩიქოვანი განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა”-ზალიკო უდუმაშვილი მმართველი გუნდის მოთხოვნაზე