პორნოგრაფიის ბრალდებით დაკავებული მშობლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ

არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მშობლებმა არ იცოდნენ რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა ის ფოტოსესიები, რაშიც მშობლებმა შვილები თავიანთი ნებით ჩართეს.

ოჯახის წევრებს აინტერესებთ, ასევე, როგორ მოხვდა საქართველოში აშშ-ს მოქალაქე, ვისი ორგანიზებითაც დანაშაული დაიგეგმა და განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არასრულწლოვნების მშობლები და სკოლის პედაგოგი არიან.

დადგინდა, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ამავე საქმეზე სექტემბრის თვეში შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. სულ დაკავებულია 22 პირი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო :კურიერი

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სპეკულაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს
შემდეგი სტატიაადვოკატი-“ოქროს მოწმე” კაპანაძემ უგულავას დანაშაულის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა