წულუკიანი შეხვედრაზე-ოპოზიციას აუხსნიან, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია, სულ ესაა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 30 ნოემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც საუბრის მთავარი საკითხი ოპოზიციის მიერ ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება.

“კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ალბათ, და აუხსნიან უკვე ოფისის პირობებში, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. სულ ეს არის,”- ამბობს წულუკიანი.

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ დიპლომატიურ კორპუსთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

banner
წინა სტატიაში“შეცვლეს” წევრს ბექა პაპაშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს”