პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სტუდენტებმა პარლამენტთან კარავი მაინც გაშალეს

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად სტუდენტებმა პარლამენტთან კარავი მაინც დადგეს. ორგანიზაცია “ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის” წევრებმა რუსთაველზე კარავი მიიტანეს და გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ კარავი არ დაადგმევინა, რადგან მათი თქმით, ის საფეხმავლო გზას კეტავდა.

ამის შემდეგ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებმა თავიანთი კარავი აიღეს და ადგილი სრუდენტებს დაუთმეს, თუმცა პოლიცია მაინც კარვის გაშლის წინააღმდეგი იყო. ადგილზე მივიდა ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარიაც და პოლიციასთან კამათის შემდეგ კარავი მაინც დადგეს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ოჯახის კომპანიამ მერიისგან 23 მილიონზე მეტი მიიღო
შემდეგი სტატიაამ გოგონას საამებლად ზვიად ძიძიგურმა პარტიიდან გამრიცხა – ნანა კოსტავა სალომე ბარკერზე