“ივანიშვილს არნახული თვისება აქვს ერთი – ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი”

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2019 15:49

“ივანიშვილს არნახული თვისება აქვს ერთი – ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი”

“ივანიშვილს არნახული თვისება აქვს ერთი – ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი, ჩურჩხელასავით ამოავლოს, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს. ”-ასე ეხმაურება გიგი უგულავა დღეს კახა კალაძის მიერ უმრავლესობის სახელით გაკეთებულ განცხადებას.

უგულავა, ასევე მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს,რომ დაკავებებს და აქციის დარბევას არ გამორიცხავს.

“დაკავებასაც არ გამოვრიცხავ, არც დარბევას გამოვრიცხავ. დაგვარბევენ ახლა? მოვალთ და ისევ დავდგებით. დაგვარბევენ მერე? – კიდევ მოვალთ და ისევ დავდგებით. ეს პროტესტი არ დამთავრდება. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არ არის დღეს ივანიშვილის გამო ჩვეულებრივ კრიზისში. ჩვენ ვიმყოფებით, პოლიტიკურთან ერთად, მორალურ კრიზისში და აქედან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, რომ ერთგვარი საერთო საფუძველი მაინც ამ გახლეჩილ, დაქუცმაცებულ საზოგადოებაში მოიძებნოს და ამ კრიზისიდან გამოვიდეთ.

ივანიშვილის გაჯიუტება არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის კარგავს ამ ძალაუფლებას. ივანიშვილი ამის ზღვარზეა და ივანიშვილი აუცილებლად დაკარგავს ამ ძალაუფლებას, იმიტომ რომ ის აღარ იმსახურებს და მას აღარ გააჩნია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ”-აცხადებს უგულავა

კახა კალაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება არ აპირებს საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული მოდელით ჩატარდება, პარლამენტთან მიმდინარე აქციის რეალური ორგანიზატორი კი არის “ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით”.

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2019 15:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics