270-მა მოსამართლემ მიიღო და თანამდებობაზე, ოთხი წლის ვადით, ირაკლი ბონდარენკო, ქეთევან ცინცაძე და რეზო ნადარაია დანიშნა

მოსამართლეთა 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს. გადაწყვეტილება 270-მა მოსამართლემ მიიღო და თანამდებობაზე, ოთხი წლის ვადით, ირაკლი ბონდარენკო, ქეთევან ცინცაძე და რეზო ნადარაია დანიშნა.

ხმის მიცემის პროცესი ფარული იყო და გადაწყვეტილება დამსწრე მოსამართლეთა 2/3-ით მიიღეს. ახალი წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს, ქეთევან ცინცაძე თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

ქეთევან ცინცაძე ზედიზედ მეორედ გახდა საბჭოს წევრი, რის უფლებასაც, მას კანონი აძლევს. საბჭოს წევრად მუშაობის გამოცდილება აქვთ, ირაკლი ბონდარენკოსა და რეზო ნადარაიასაც.

ცნობისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 6 არამოსამართლე, ხოლო 9 მოსამართლე წევრია. არამოსამართლე წევრებს, პრეზიდენტი და პარლამენტი ნიშნავს, მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა კონფერენციის გზით შეირჩევიან.

banner
წინა სტატიაშიილიაუნის რექტორის მოადგილე: საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას
შემდეგი სტატიარუსული სამხედრო კორესპონდენტები „სუ 34“-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ იუწყებიან