27 წლის წინ ვტოვებდით იძულებით საკუთარ სახლებს და ვფიქრობდით, რომ მალე დავბრუნდებოდით, ასე ვგეგამვდით, თუმცა სხვაგვარად გეგმავდა ის, ვინც აფხაზებს ქართველებისთვის სროლისკენ უბიძგა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 10:33

27 წლის წინ ვტოვებდით იძულებით საკუთარ სახლებს და ვფიქრობდით, რომ მალე დავბრუნდებოდით, ასე ვგეგამვდით, თუმცა სხვაგვარად გეგმავდა ის, ვინც აფხაზებს ქართველებისთვის სროლისკენ უბიძგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„27 წლის წინ ვტოვებდით იძულებით საკუთარ სახლებს და ვფიქრობდით, რომ მალე დავბრუნდებოდით, ასე ვგეგამვდით, თუმცა სხვაგვარად გეგმავდა ის, ვინც აფხაზებს ქართველებისთვის სროლისკენ უბიძგა. ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები თითქმის ყველამ ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია.

27 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა – მძიმეა ამაზე ფიქრიც და იმ ქალაქის შორიდან გახსენებაც, რომელთანაც სული გვაკავშირებს, ამას დრო არ ცვლის, მაგრამ დრო შეცვლის დღევანდელ რეალობას, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

მე სოხუმის მონატრებას თქვენთან ურთიერთობა მიმსუბუქებს, ვისთანაც სამსახურებრივად კავშირი მაქვს, ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან დროებით დაკარგული ნდობა, სხვანაირად არ გამოვა, არ შეიძლება სხვანაირად იყოს, რადგან ორივე მხარეს გვტკივა და ეს განშორება ჩვენი სურვილით არ მომხდარა.

პატივს მივაგებ ათასობით დაღუპული ადამიანის ხსოვნას, მათ სახელზე ყოველი წლის 27 სექტემბერს აუცილებლად დაინთება თითო სანთელი მერეც, როცა ისევ ერთად შევიკრიბებით იქ, სადაც ჩვენი ფესვებია”, – წერს ქეთევან ბაკარაძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 10:33