27 წლის მანძილზე აფხაზური კატერი დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრებს პირველად გასცდა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სამაშველო სამსახურების კატერი სოხუმიდან სოჭში ჩავიდა. უკანასკნელი 27 წლის მანძილზე პირველად გასცდა კატერი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრებს – ამის შესახებ ადგილობრივი მედია სპეციალური სამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
რეისის მიზანი რუსულ-აფხაზური დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის მექანიზმების შემუშავება და გადაკვეთის პროცედურების სხვადასხვა უწყებასთან შეთანხმება იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ნაწილი აფხაზეთი სუვერენულ რესპუბლიკად 2008 წელს აღიარა.

 

banner
წინა სტატიაშიმოვეშვათ ამ ქაჯობას, დავიცვათ ეროვნული ინტერესები და გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორუმები
შემდეგი სტატიაილია მეორე – მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს