27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, „საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს დარწმუნებით ეცნობოს, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა“.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი, როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“,- აცხადებს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი საბანაძეზე – ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ელჩი – არსებული დაძაბულობა არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის