27 წლის დედა გორის სამშობიარო სახლში შვილს ტოვებს-ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

27 წლის დედა გორის სამშობიარო სახლში შვილს ტოვებს. კლინიკაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი, ჩვილის დატოვების მიზეზად მძიმე სოციალურ ფონს ასახელებს.

ადგილზე პოლიცია და სოცოალური მუშაკი კლინიკის თანამშრომლებმა უკვე გამოიძახეს. მოხდა 27 წლის ქალის დაკითხვა.

ახალგაზრდა ქალმა, ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის სამშობიარო კლინიკაში, წუხელ იმშობიარა და ბიჭი შეეძინა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შემდგომი მკურნალობის მიზნით ბიჭის გადაყვანა ღუდუშაურის კლინიკაშია საჭირო.

banner
წინა სტატიაშისარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
შემდეგი სტატიაშსს-მ რუსთავში ერთი პირი დააკავა-ბრალდებულმა ძმას და მეუღლეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა