27 სექტემბერს პატრიარქი 700-მდე ბავშვს მონათლავს

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება.

ჩვილთა 45-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 29 053 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 44-ე ნათლობა სამების ტაძარში 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას შედგა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვა ტრამპის რუსულ კონტაქტებს სწავლობს
შემდეგი სტატიააჭარის მთებში თოვს, უხვი ნალექია ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილზე