27 სექტემბერი თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნის უკვდავყოფის დღეა!

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას უშუალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა ხელმძღვანელობდა. მას ბოლო ამოსუნთქვამდე არ მიუტოვებია ცეცხლის ალში გახვეული სოხუმი და სოხუმელები. ჟიული შარტავასთან ერთად იმყოფებოდნენ გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და ქალაქისა და მეთაურთა თავგანწირული დამცველები. ოკუპანტთა ბოევიკებმა და სეპარატისთა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა ჟიული შარტავა და მისი გარემოცვა.
მალე მთელი საქართველო შეძრა ინფორმაციამ ჟიული შარტავასა და სხვა გმირების ვაჟკაცობისა და დახვრეტის შესახებ. ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. მოგვიანებით გურამ გაბესკირიას და მამია ალასანიას ნეშტებიც დედაქალაქის მიწას მიაბარეს და ორივეს ეროვნული გმირის საპატიო წოდება სიკვდილის შემდეგ დამსახურებულად მიანიჭეს.
თავდადებული მამულიშვილების – პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და სხვა გმირთა საფლავებს დღეს პატივი უამრავმა ადამიანმა მიაგო; მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მათ დღევანდელ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით ყვავილების გვირგვინებით შეამკეს სახელოვანი თანამემამულეების საფლავები.

წინა სტატიაშისამადაშვილი: პროვოკაციებს „ქართული ოცნება“ აწყობს
შემდეგი სტატიადარჩით სახლში – ამირანი გუგუნებს