27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

“27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, რომელიც საქართველოსთვის, ჩვენი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.
ამ დღეს ასევე ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ეროვნული გმირი- ჟიული შარტავა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ჟიული შარტავასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლისთვის დახვრიტეს სოხუმის მერი- გურამ გაბესკირია. 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 24 წელის შემდეგ, 2017 წელს გურამ გაბესკირიას ნეშტი ქართულ მიწას მიაბარეს.

 

ალექსანდრე მოწერელია.

წინა სტატიაშიაფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია