27 ოქტომბერს ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

“გამარჯვება თავისუფლებისთვის” – ამ სახელწოდებით, ხვალ 27 ოქტომბერს 20:30-ზე ზუგდიდის მერიასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ჩაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე ავრცელებს და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“ჩემო საყვარელო ზუგდიდელებო და სამეგრელოვ.

თავისუფლებისთვის ბრძოლას სჭირდება ყოველდღიური განმტკიცება.

ახლა როდესაც ძალიან ცოტა დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდე და მიშას თავისუფლებამდე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ ყველას რომ ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს არ შეეგუება მონობას, დაშინებას, მოსყიდვას და ყველა იმ უბედურებას რომელსაც ხელისუფლება ატრიალებს აქ.

სამეგრელო ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე და ისტორიულად არასოდეს არ შეშლია არჩევანი. მე მახსოვს ტანკები ჩემს ქალაქში და რეგიონში მაგრამ ასევე მახსოვს ამაყად, მტკიცედ მებრძოლი ზუგდიდი და სამეგრელო.

სწორედ ასეთებს, ამაყებს, უდრეკებს, უშიშრებს, თავმოყვარეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, გელოდებით ხვალ 27 ოქტომბერს, საღამოს 20:30 ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის 90 გელოდებით აქციაზე”, – წერს ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის
შემდეგი სტატია„ლელო“ – მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას