27-ე “რამშტეინზე” უკრაინას მხარი 51-მა ქვეყანამ დაუჭირა, დახმარება $21 მილიარდს გადააჭარბებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია, რომელიც ოდესმე გაუღიათ მოკავშირე ქვეყნებს “რამშტეინის” ფარგლებში.
გერმანიამ პირობა აიღო, რომ 2029 წლამდე დახმარება 11 მილიარდი ევრო იქნება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავადაცვის სისტემები IRIS-T, რაკეტები Patriot, თანკები Leopard-1, ქვეითთა დაჯავშნული მანქანები Marder;
დიდი ბრიტანეთი 450 მილიონ ფუნტს გაიღებს დრონების, რადარებისა და საბრძოლო ტექნიკის რემონტისთვის;
ნორვეგია 5 მილიარდ ევრომდე გაზრდის დახმარებას, პლუს 1 მილიარდს გაიღებს საბრძოლო მასალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის;
ბელგიის დახმარების პაკეტი 1 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება,
დანიის 25-ე დახმარების პაკეტი 900 მილიონ ევროს შეადგენს,
ლიეტუვა, ესტონეთი და ნიდერლანდები – 150 მილიონი ევრო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, პლუს დამატებით საბრძოლო მასალების მიწოდება.