პეტრე ცაავა – პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავიდე სინანულისთვის

პატრარქს ვუთხარი, რომ თქვენ ხართ მამა და უპირობო კერპს ქმნიან თქვენგან, მაგრამ მე ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე და მისი სიმართლე, სამშობლო, საქართველო და შემდეგ თქვენ, როგორც მაღალი იერარქი, ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ,- ამის შესახებ ჭყონდიდის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.

ამასთან, პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქმა მას უთხრა, რომ მონასტერში წასულიყო სინანულისთვის.

„როდესაც ჩვენ პიდარასტიის თემას შევეხეთ, განგიმარტავთ ტერმინს, ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა, ეს არის პიდარასტია, საეკლესიო ტერმინი, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არის ტერიმინი, როგორც არის მოხსენიებული. სხვა როგორ უნდა უთხრა სიმართლე, რაც არის ამ ტერმინის სრული, შინაარსობრივი მნიშვნელობა. თუ ვინმე ბრკოლდება, მე ვითხოვ შენდობას და პატიებას, არ მოვერიდები, მაგრამ მე ვარქმევ თავის სახელს, როგორც არის სინამდვილეში. მე ვუთხარი პატრიარქს, მომეცით უფლება, გარანტი იყავით სჯულის კანონისა. პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავიდე სინანულისთვის, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ვინაიდან თქვენ იღებთ უსამართლო გადაწყვეტილებას და არ ხართ გარანტი სჯულის კანონისა, თუ მე სჯულის კანონს ვარღვევ, მაშინ მითხარით .ვითხოვ ჩემი ბრალდების დამტკიცებას. მომეცით ხვალ დღე, ორ საათამდე, მოვიყვან მოწმეებს სინოდის სხდომაზე, რომლებიც იტყვიან და დამტკიცდება ჩემი ბრალდება, თქვენ არ მაძლევთ ამის საშუალებას. უფალს მივენდობი. შევთხოვ უფლას, რომ დაწყებული პროცესი დაჩქარდეს, ეკლესიის გაჯანსაღების პროცესი არის შეუქცევადი. მე ჯერ კიდევ, როდესაც მამა გიორგი საპყრობილეში პირველად მოვინახულე და დავინახე მისი მონათხრობიდან, თან ვიცოდი მდგომარეობა ეკლესიაში, ხელისუფლებასთანაც ასევე არაჯანსაღი დამოკიდებულება და როცა მამაომ მითხრა, დღესაც შევახსენეთ სინოდის სხდომაზე, თქვენ რომ პროკურატურას ნდობა გამოუცხადეთ, ის პროკურატურა მამაოს სთხოვდა ეღიარებინა, რომ პატრიარქის ძმიშვილი, ანუ მეუფე დიმიტრი სოსო ოხანიშვილთან ავალებდა პატრიარქის მკვლელობას, ეს ერთი და მეორე, როდესაც პროკურორები ამბობდნენ, რომ დუმილის უფლება აირჩია და არაფერს ამბობს, პროკურორები ეკითხებოდნენ მას, გვითხარი, ვინ ვისთან არის სოდომური ცოდვით დაცემული საპატრიარქოში. აი ამ ფონზე, როდესაც მე ვითხოვდი, დავდგეთ პრინციპულად, რომ ერი, ბერი, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, მამა გიორგი რა თქმა უნდა, არ წავიდა, დუმილის უფლება აირჩია, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ციანიდზე კი არ უსვამდნენ შეკითხვვბს, აი ამ უმსგავსობაზე ეკითხებოდნენ“ , -განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.

„პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

banner
წინა სტატიაში“სახიფათო პროცესებს ვხედავ, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი” – ეკა ბესელია სინოდზე განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატია  თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში  დასაქმდნენ