უგულავა: ჯვრით ფარისევლობის სამი მაგალითი ვნახეთ-ზურაბიშვილი, ვასაძე და სააკაშვილი

,,ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ბოლო სამ თვეში ჩვენ ვნახეთ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირებისა და აბუჩად აგდების, მე ასე დავარქმევდი, სამი შემთხვევა.

პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონო ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე ჯვრით მომავალი ხელში — ფარისევლობა #1.

მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა ისე დაიარებოდა ქუჩაში — ფარისევლობა და მავნებლობა #2.

გუშინ ვიხილეთ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად — ფარისევლობა #3.”- ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მორწმუნეა და ჯვარს ატარებს, რისი ჩვენებაც სცადა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასგან ფუნდამენტურად განასხვავებს და ბოკერია ტრადიციებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ – არხის თანამშრომლები სარედაქციო პოლიტიკის დაცვას ითხოვენ
შემდეგი სტატიავაკეში,ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს