ახალგაზრდა “პატრიოტები”: ვითხოვთ, კრამერი საქართველოში გამოცხადდეს პერსონა ნონ-გრატად

პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდულმა ფრთამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა მოთხოვნით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში “პერსონა ნონ-გრანტად” გამოცხადდეს.

“ჩვენი მოთხოვნა არის უშუალოდ კრამერი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ-გრანტად, ვინაიდან მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო ქალბატონ ირმა ინაშვილს, არამედ ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს და ამ ფაქტის რეაგირებს გარეშე დატოვება აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიმაჩნია”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც ინაშვილმა თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ “გიგა ბოკერია მწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი”. შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია იმავე მოთხოვნით 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთანაც დაანონსა. ირმა ინაშვილის თქმით, ისინი გეგმავენ,

“პატრიოტთა ალიანსი” 15 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს. ირმა ინაშვილის თქმით, ამერიკელ პარტნიორებს ეტყვიან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია

banner
წინა სტატიაშიმუსლიმთა თემი ბათუმის მერიას მათ მიმართ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამედლინ მუნი – ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს