26 წლის სედა სულეიმანოვა, რომელიც ჩეჩნეთიდან გაქცევას ცდილობდა, „შესაძლოა ნათესავებმა მოკლეს“

26 წლის სედა სულეიმანოვა, რომელიც ჩეჩნეთიდან გაქცევას ცდილობდა, „შესაძლოა ნათესავებმა მოკლეს“, ამბობს ადამიანის უფლებათა პროექტის SK SOS-ის ორი დამოუკიდებელი წყარო.

უფლებადამცველებმა გოგონას შესაძლო „ღირსების მკვლელობის“ შესახებ თებერვლის დასაწყისში გაიგეს, რის შემდეგაც სასწრაფოდ დაუკავშირდნენ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს.

2022 წლის ოქტომბერში სულეიმანოვამ დახმარება სთხოვა SOS SK -ს. მისი თქმით, „არასაკმარისი რელიგიურობის“ გამო, შესაძლოა გროზნოში ოჯახის წევრების მხრიდან „ღირსების მკვლელობა“ ემუქრებოდა. გოგონამ გადაწყვიტა დარჩენა პეტერბურგში. 2023 წლის თებერვალში ახლობლებმა სულეიმანოვას გატაცება სცადეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ, უფლებადამცველების თქმით, მან შეიცვალა სამუშაო და საცხოვრებელი მისამართი, მაგრამ დარჩა სანკტ-პეტერბურგში.

მანამდე The Insider-ი წერდა, რომ სედა სულეიმანოვა, რომელიც ჩეჩნეთიდან გაქცეული იყო და პეტერბურგში ცხოვრობდა თავის მეგობარ ბიჭთან ერთად, გაიტაცეს 2023 წლის 24 აგვისტოს ღამით. პოლიციამ გოგონა პოლიციის განყოფილებაში ქურდობაში ბრალდების საბაბით გადაიყვანა. შემდეგ სულეიმანოვა აეროპორტში გადაიყვანეს, ჩეჩნეთში გაგზავნეს და ნათესავებს გადასცეს.

მოგვიანებით სულეიმანოვას ფოტოები და ვიდეოები ჩეჩნეთის ომბუდსმენმა მანსურ სოლტაევმა გამოაქვეყნა. მისივე თქმით, „გოგონას მიმართ არანაირი უფლებების დარღვევა ან შევიწროება არ მომხდარა“. თუმცა, უფლებადამცველებმა გოგონას კისერზე ძალადობის კვალი შენიშნეს და მისმა პარტნიორმა თქვა, რომ სულეიმანოვა “დათრგუნილად გამოიყურება”. ამ ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, SOS-მა აღნიშნა, რომ გოგონასაგან 150 დღეა არანაირი სიახლე არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშირატომ დატოვა მოსკოველმა მღვდელმა იოანე გუაიტამ რუსეთი?
შემდეგი სტატიაკირბი: არ მისცეთ პუტინს კიდევ ერთი რუპორი უკრაინაში ომის გასამართლებლად