26 სექტემბრის მონაცემებით, 6 617 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბერს საქართველოში რეკორდულად ცოტა, 6 617 ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 27.2%-ია აცრილი.

27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა:

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%
სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.2%

რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით:

თბილისი – 3 756
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 416
გურია – 89
აჭარა – 694
რაჭა – ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 95
იმერეთი – 832
სამცხე – ჯავახეთი – 77
შიდა ქართლი – 197
მცხეთა – მთიანეთი – 93
ქვემო ქართლი – 191
კახეთი – 177

banner
წინა სტატიაშითურნავა – ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ფარულ ჩანაწერებზე – „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ?