26 სექტემბერს 20:00 საათზე გმირთა მემორიალთან “აფხაზთა კრება” აქციას მმართავს

26 სექტემბერს 20:00 საათზე გმირთა მემორიალთან (გმირთა მოედანი) “აფხაზთა კრება” ვმართავთ ტრადიციულ აქციას „უკვდავების გადაძახილი“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წლის 26 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. “აფხაზთა კრების” ორგანიზაციები და დამსწრე საზოგადოება პიროვნულად მოიხსენიებს სამშობლოსათვის თავდადებულებს, მოხდება ომებში დაღუპული გმირების სიის წაკითხვა. შემოგვიერთდი, გელით, ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია!

banner
წინა სტატიაშიროგორია ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!
შემდეგი სტატიაფოთის მერმა თანამდებობა დატოვა