“26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები… ეს შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება” -დაინიუს ჟალიმასი

“26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები… ეს შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკოს დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ძვირფასო კოლეგებო, როდესაც განვიხილავთ საქართველოს სიტუაციას უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: იყო ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები, რომლებიც კარგად არის დოკუმენტირებული. არ უღიარებია სადამკვირვებლო მისიას ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ, შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური. მეორე: პლურალისტური დემოკრატია მოიცავს იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს პოზიცია და ოპოზიცია. ამასობაში, დემოკრატიული ძალების პროტესტის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთპარტიული ორგანო, რომელიც არ შეიძლება აღიარებულ იქნას, როგორც ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლობა. უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს ახალ არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხთან”, – განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს… ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს” -დავორ ივო სტიერი
შემდეგი სტატია“ქართველებს აქვთ უფლება, გახდნენ EU-ს მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს მეტი – ის უნდა გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ჩვენს სტანდარტებს აკმაყოფილებს”-მარკოს როს სემბიერი