16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

26 მარტს მაღაროელები თბილისში აქციას გამართავენ

ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, პროკურატურასთან საპროტესტო აქციას 26 მარტს, 13:00 საათზე გამართავენ.

„ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.

ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.
ასევე ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , ანტი კორუფციულმა დეპარტამენტმა , შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.
ასევე გვსურს მივმართოთ ტელევიზიებს, დაგვითმონ სტუდია და მოიწვიონ არგუმენტირებულ დებატებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი“, – ნათქვამია მაღაროელების მიმართვაში.
ინფორმაციისთვის, 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი
შემდეგი სტატიაპატრიარქის და სამოქალაქო პანაშვიდზე