26 მაისთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიNDI მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
შემდეგი სტატიაNDI : მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 77 პროცენტისთვის მისაღებია