26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, ამერიკული სამხედრო ტექნიკაც იქნება წარმოდგენილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ხვალ, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ამერიკული სამხედრო ტექნიკაც გამოიფინება. საუბარია იმ ტექნიკაზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2016“.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტდება ტექნიკური დეტალები. მისივე თქით, ამერიკული ტექნიკა ქართულ ტექნიკასთან ერთად თავისუფლების მოედანზე , წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო იქნება წარმოდგენილი.

ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ღონისძიებები გაიმართება რამდენიმე ქალაქში, თუმცა ეპიცენტრი იქნება თბილისში, სადაც ფიცს დადებენ წვევამდელები. ამ ღონისძიებას, დაესწრებიან რამდენიმე ქვეყნის დანაყოფები. ფიცის დადების ცერემონიალი სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
კაპანაძის თქმით, ხუთ ადგილზე იქნება წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა, ასევე იქნება ე.წ. ღია კარისა დღე და მოსახლეობას ექნება შეხვედრების შესაძლებლობა სამხედრო წარმომადგენლობებთან და ასევე იქნება ჩართვა ავღანეთიდანაც.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინსა და დავით დონდუას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან