26 მაისს საქართველოს მოქალაქეები ქორწინების განსხვავებულ მოწმობას მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ დაამტკიცა.
26 მაისს გაცემული ქორწინების მოწმობის პირველ გვერდზე იქნება წარწერა – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია” მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ამ ტექსტის ქვემოთ კი – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.