26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი შესრულდება

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

როგორც 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები აცხადებენ, ჰიმნი გაიჟღერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით – მოედნებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მატარებლებსა და ავტობუსებში.

17:10 საათი არის დრო, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მიულოცა და შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.

ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, 26 მაისს შეიკრიბონ ქალაქების მთავარ მოედნებზე, რათა 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ყველამ ერთად შეასრულოს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენმა დაზარალებულ ქართულ კომპანიას დახმარებაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობა განახლდა – სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი