27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა. N608  განკარგულებას ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.

განკარულების თანახმად, აღნიშნული თანხა მიმართულია თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებაზე.

მათ შორის, თბილისში, 9 აპრილის სახელობის ბაღსა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცეები. ასევე გაიმართება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსები. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

გარდა ამისა, 17:10 საათზე – იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა გაიმართება პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე. დამატებით, ამ დროს საქართველოს ჰიმნი აჟღერდება როგორც სადგურებზე, ისე მატარებლებში.

ზემოთ ხსენებული თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა სამინისტროზე, კერძოდ:

თავიდაცვის სამინისტრო – 2 422 778 ლარი;კულტურის სამინისტრო – 2 000 000 ლარი;რეგიონული განვითარების სამინისტრო – 825 000 ლარი;ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 695 259 ლარი;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 692 555 ლარი;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 660 220 ლარი;იუსტიციის სამინისტრო – 470 000 ლარი;ჯანდაცვის სამინისტრო – 315 835 ლარი.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: როცა კობახიძე ამბობს, პატიმრებმა ითხოვონ შეწყალება და მიიღებენო იტყუება. აგერ არის კონკრეტული მაგალითი
შემდეგი სტატიამებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს