20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე მზადება დაიწყო

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

„თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.

26 მაისს თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ“,– აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე დარახველიძე: სამმართველო გამოავლენს თითოეულ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: ეს ომი იწვევს იმას, რომ ჩნდება ასობით სხვადასხვა ინტერპრეტაცია