26 მაისის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.

შესაძლებელი იქნება ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედანზე მობრუნება და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მარტის თვეში PCR – ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22 და ნაცვლად 200 ტესტისა დღეში 9 000 ტესტი კეთდება