25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციას მოძრაობა პროტესტSHE უერთდება

26 მაისის მასშტაბურ აქციას მოძრაობა პროტესტSHE უერთდება, ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

“მოძრაობა „პროტესტში“ აერთიანებს ქალებს, რომლებიც ამ რეპრესიული რეჟიმის მიერ ვიყავით დაპატიმრებულები და გარკვეული დრო ციხეში გავატარეთ. დღეს გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერაფერი გვაიძულებს ბრძოლის შეწყვეტას, რომლის უმნიშვნელოვანეს ეტაპადაც 26 მაისის აქციას მივიჩნევთ. პროტესტს ახალი ძალით გაცოცხლება სჭირდება. ვეთანხმებით ორგანიზატორებს, ოპოზიციურ ალიანსს, რომ გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია და ახლა ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს – ტესტი რაოდენობაზე! უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რათა დაგვინახონ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც! დავინახოთ ერთმანეთი და ყველას ერთად ვუთხრათ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ უმრავლესობა ვართ, ჩვენ არ გვეშინია და სამშობლოს დათმობას მოძალადე რეჟიმისთვის არ ვაპირებთ!

26 მაისს, 7 საათზე, მსვლელობა უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე!”_ მოძრაობის წევრები.

banner
წინა სტატიაშიბელარუსმა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სამხედრო წვრთნები დაიწყო
შემდეგი სტატიაკობახიძე: 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია ჩავარდება, იდეა განწირულია წარუმატებლობისთვის