( video) 26 მაისის ღინისძიება სამხედრო ორკესტრების გამოსვლით დაიწყო

თბილისი, იყალთოს მონასტერი, ნოქალაქევის ციხე -სიმაგარე, ვარძია, ქუთაისი, ბათუმის ბულვარი – 432 რეკრუტმა სამხედრო ფიცი ერთდროულად დადო.

სამხედრო ფიცის დადებამდე სამხედროებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულების ხსოვნას. ფიცი სახელმწიფოს წინაშე 432 რეკრუტებმა დადო, რომელთაგან 20 ქალია. წელს პირველად ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონშიც გაიმართა – კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

წელსვე, პირველად, ფიცის დადების ცერემონიალში საქართვრლოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი და აშშ-ის ძალების ორკესტრი. ფიცის დადების ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

https://youtu.be/tCouEuG6tCs

 

banner
წინა სტატიაში(video) პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული