26 მაისი – ზვიად გამსახურდიას – პრეზიდენტად, ტრიუმფალური გამარჯვებით არჩევის თარიღია!

26 მაისი – ზვიად გამსახურდიას –პრეზიდენტად, ტრიუმფალური გამარჯვებით არჩევის თარიღია!

1991 წლის 9 აპრილის სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ, ხოლო 14 აპრილს მიიღო კანონი `საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისა და მასთან დაკავშირებით საქ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც პრეზიდენტობის 6 კანდიდატიდან 86,52% გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ (იხ. ოქმი). 28 29 14 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა ბიბლიაზე დადო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ერთადერთი პრეზიდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა კონსტიტუცია და ჭეშმარიტად იქცა სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტად!
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ სტრატეგიასა და მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ქცევა საერთაშორისო სამართალსუბიექტად და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დამოუკიდებლად მოქმედ სახელმწიფო ერთეულად ჩამოყალიბება. ზვიად გამსახურდია დასავლური ორიენტაციის ლიდერი იყო, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში მან ნათლად ჩაწერა: `სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ, შეიძლება იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესებისათვის ხელის შეწყობა… საქართველომ უნდა განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი~. ხოლო სსრ კავშირთან დამოკიდებულების ნაწილში კი ეწერა: `საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს ორივე მხარის ჭეშმარიტ ინტერესებს~. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის ასპექტების პროგრამულ ნაწილში კი კიდევ უფრო ნათლადაა გაცხადებული, რომ `3. საქართველო გახდეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და მათ საქმიანობაში შეასრულოს აქტიური როლი~. 1991 წლის 15 დეკემბერს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მედეა თუშმალიშვილი და პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, საგანგებო მისიით წარგზავნა ბრიუსელში, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის სხდომაში. ქართველმა დიპლომატებმა, ევროპელ დეპუტატებს გადასცეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის თხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტში სამშვიდობო მისიით ჩართვის შესახებ. ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს დელეგაცია პატივით მიიღო გენერალურმა მდივანმა ვორნერმა, რომელმაც საქართველოსა და ნატოს კავშირების განმტკიცების გულითადი სურვილი გამოთქვა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ, ნატოსკენ სწრაფვისა და პოლიტიკური ურთიერთობებისკენ გადადგმული.

ლეილა ცომაია

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის დავით გარეჯის საკითხზე გამოსავალი მოიძებნება
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა