26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერის, მიურიელ ბაუზერის პროკლამაციაში აისახა.
,,აღნიშნული გადაწყვეტილება აისახა აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერის, მიურიელ ბაუზერის პროკლამაციაში, რომლითაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია. საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ფასეულობები გააჩნია და დინამიკური ეკონომიკური განვითარებით გამოირჩევა.
ვაშინგტონის მერი ასევე ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობასა და კულტურულ მრავალფეროვნებას,” – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.















